ფეხბურთი

12:00 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "იუვენტუსის" ხელმძღვანელები მსაჯზე ზეწოლას ახდენდნენ"

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს მსაჯის, შიმონ მარჩინიაკის ზეწოლაში ადანაშაულებს. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მსაჯმა მისი გუნდის დაჩაგრა.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელები, ანიელი, მაროტა და სხვები მსაჯზე ზეწოლას ახდენდნენ. მე ისინი დავინახე შესვენებაზე მსაჯს ესაუბრებოდნენ. მეორე ტაიმში კიელინიმ ხელით ითამაშა, თუმცა არაფერი. ვერტონგენის ეპიზოდს რაც შეეხება, შესაძლოა პენალტი იყო, შესაძლოა – არა. საბოლოოდ ეს პატარა დეტალებია, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ”, - აღნიშნა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ტოტენჰემს” 2:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113991