საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ევროთასის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩი "ზენიტთან" სტუმრად 77:91 წააგო, რუსებმა კი ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.
განვლილ შეხვედრაში ქართველმა 13 ქულა, ხუთი გადაცემა და სამი მოხსნა მიითვალა. მანუჩარი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მან ბევრი სამქულიანი გააფუჭა - მარკოიშვილს შვიდიდან ორი წაუვიდა მიზანში.
ნახევარფინალისტის ვინაობის გამოსარკვევად გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. 14 თებერვალს ქართველი ლეგიონერის გუნდი რუსებს უმასპინძლებს და გამარჯვებული ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდება.