ფეხბურთი

22:10 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხუთ მატჩში რვა გოლი: გრიზმანი ლა ლიგაში აღიარეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გრიზმანმა გასულ თვეში ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. "ლეგანესთან" მოგებულ შეხვედრაში (4:0) ფრანგმა 73 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში პოკერი შეასრულა, "სევილიასთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში (5:2) კი ჰეთთრიკი შეასრულა და კოკესაც გაატანინა.

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა ყველა ტურნირზე 35 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო, ხოლო თანაგუნდელებს 11-ჯერ გაატანინა.

0.114055