28 წლის შემტევმა მარკო როისმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა და "ბორუსიას" მაისურის ღირსებას 2023 წლის ივლისამდე დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
როისი "დორტმუნდს" "გლადბახიდან" 2012 წელს შეუერთდა. მას შემდეგ მარკომ საკლუბო დონეზე 196 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 92 გოლი და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევმა "დორტმუნდთან" ერთად გერმანიის თასი ერთხელ მოიგო, ხოლო სუპერთასი - ორჯერ.