ფეხბურთი

21:15 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" და "ჩიხურა" ფრეზე გაიყარნენ

ეროვნული ლიგის მეორე ტური გორში გაიხსნა. “დილამ” ფრედ ითამაშა საჩხერის “ჩიხურასთან” – 1:1.

მეორე ტაიმი უკეთესი საყურებელი იყო. გოლები კი ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა. დავით მეგრელიშვილმა ჩააწოდა, თეიმურაზ მარკოზაშვილმა მარჯვნიდან საჯარიმოს ბაქანში გააკეთა პასი და გიორგი გაბედავამ ზუსტად დაარტყა – 0:1.

“დილადან” ნოდარ ქავთარაძემ გაათანაბრა, რომელიც დავით რაჟამაშვილის კარგი პასის შემდეგ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე.

ბოლო წამებზე გიორგი ყრუაშვილს შეეძლო “დილას” კარში პენალტის დანიშვნა. გორელთა ფეხბურთელმა ბურთის მოგერიებისას საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. უფრო სწორად, წაქცევისას ხელზე მოხვდა და “ჩიხურა” აპროტესტებდა მომენტს, მაგრამ რა აზრი ჰქონდა.

ისიც დავწეროთ, რომ გაბედავას ორ ტურში უკვე ოთხი გოლი მოუგროვდა. წინა ტურში, “კოლხეთთან” (6:1) სამჯერ გაიტანა.

ეროვნული ლიგა. II ტური

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 გაბედავა (69), 1:1 ნ.ქავთარაძე (74)

ტურის დანარჩენი მატჩები

10 მარტი

15:00. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. რუსთავი-ტორპედო

18:00. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. კოლხეთი-საბურთალო

11 მარტი

14:00. თბილისი. მიხეილ მესხი2. ლოკომოტივი-დინამო

16:00. თბილისი. მიხეილ მესხი. სამტრედია-სიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113326