"დორტმუნდის" შემტევის მარკო როისის გოლი "გლადბახის" კარში ბუნდესლიგის თებერვლის თვის საუკეთესო გოლად დაასახელეს. "დორტმუნდის" შემტევმა გულშემატკივართა ხმების 47% მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ხამეს როდრიგესს (13%) საგრძნობლად გაუსწრო. "გლადბახთან" მოგებულ ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩში როისმა 32-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა.