უეფამ ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი წრის მატჩების შემდეგ კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ატლეტიკოს" ჰყავს. მადრიდელთაგან ოთხი მოთამაშე გამოარჩიეს.
ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ანტონი ლოპეში ("ლიონი");
მცველები: ფილიპე ლუისი, ხოსე ხიმენესი, ხუანფრანი (სამივე "ატლეტიკო"), მარსელო ("ლიონი");
ნახევარმცველები: დიმიტრი პაიე, ლუკას ოკამპოსი (ორივე "მარსელი"), კოკე ("ატლეტიკო"), აარონ რემსი ("არსენალი");
თავდამსხმელები: ბრუნუ ფერნანდეში, ფრედლი მონტერო (ორივე "სპორტინგი")