ფეხბურთი

18:00 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ევროპის ჩემპიონმა გამოკითხვაში ხმების 55% მიიღო, მეორე ადგილზე ჯეიმს მილნერი გავიდა, მესამეზე - გონსალო იგუაინი, ხოლო მეოთხეზე - ლეროი სანე. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლიგის მიმდინარე სეზონში რონალდუ მეოთხედ აღიარეს კვირის საუკეთესო მოთამაშედ. კრიშტიანუმ მერვედფინალში პსჟ-სთან სტუმრად მოგებულ (2:1) შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სათამაშო წელს მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.

0.111936