გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის კიდევ ორი მატჩი. თავიანთი თამაშები მოიგეს "მერანმა" და "გაგრამ". ისინი პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ და 0:0 დაასრულეს, ამჯერად კი ორივემ ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0.
ჯერჯერობით, ცხრილსაც ეს ორი გუნდი ლიდერობს 4-4 ქულით.
გაგრა - სამგურალი (წყალტუბო) 1:0
გოლი: 1:0 ცაცკრიალაშვილი (49 პენ)
მერანი (მარტვილი) - თელავი 1:0
გოლი: 1:0 ტრეტიაკი (17)
მეორე ტურის გუშინდელ მატჩებში სტუმრებმა იმარჯვეს:
ცხინვალი - შუქურა (ქობულეთი) 1:2
ნორჩი დინამო (თბილისი) - შევარდენი (თბილისი) 2:3
შაბათს, 13:00 საათზე ქუთაისში დაიწყება ტურის ბოლო მატჩი: ბათუმის "დინამო" თბილისის "ვიტ ჯორჯიას" შეხვდება.