თამაშგარე

12:42 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს“ გამარჯვება ტურინელმა მეძავებმაც აღნიშნეს

გუშინ ცამოქუფრულ ლონდონში, ადგილობრივ “ტოტენჰემთან“ ტურინის “იუვენტუსის“ სახელოვანმა გამარჯვებამ რა გასაკვირია, რომ პიემონტელ ტიფოზებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. “იუვეს“ ახალთახალი სტადიონის წინ შეკრებილმა ქომაგებმა ღვინოც ბლომად დალიეს და მტლაშა-მტლუშიც არ დაიზარეს.

საყვარელი გუნდის გამარჯვება სათანადოდ დააფასეს და აღნიშნეს, ქალაქ ტურინის სამეძავო გილდიის სრულფასოვანმა წევრებმაც. სიძვის დიაცნი გუშინ ღამიდან ამ წუთამდე, იმ კლიენტებს, რომლებსაც “იუვენტუსის შავ-თეთრი მაისური აცვიათ, ნახევარ ფასად ემსახურებიან და თან “შუა იმ საქმის დროს“ გამარჯვების დეტალებსაც აყოლებენ.

სხვათა შორის ტურინელ მეძავთა ეს საქციელი პირველი არ გახლავთ და მსგავსი დიდსულოვნება მეძავებს არამხოლოდ ტურინში - ევროპის სხვა ბევრ ქალაქშიც გამოუმჟღავნებიათ. აბა თბილისში, დიადი როენას დაწესებულების ქალებს, “დინამოს“ მაისურით რომ მიადგე, მავანი ღარიბი სტუდენტი ეგონები და გამოგაბუნძულებენ...

0.135763