ფეხბურთი

19:28 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არნოლდი უხელმძღვანელებს

ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გრაჰამ არნოლდი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ამჟამად ეროვნული გუნდის თავკაცი ბერტ ვან მარვეიკია, რომელმაც ავსტრალია 25 იანვარს ჩაიბარა და ფედერაციასთან კონტრაქტი მუნდიალის დასრულების შემდეგ გაუწყდება. არნოლდი კი "სიდნეის" თავკაცობს და ნაკრებს 2022 წლამდე გაწვრთნის.

0.120711