ფეხბურთი

18:35 | 8.03.2018 | ნანახია 0 - ჯერ

დანი ალვეშმა ასტორიზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მცველმა დანი ალვეშმა იტალიელი ფეხბურთელის, დავიდე ასტორის გარდაცვალების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

სანამ, ბრაზილიელის განცხადებას გაგაცნობდეთ, მანამდე ის გავიხსენოთ, თუ რა თქვა სამი დღის წინ:

“ჩვენ ეს ძალიან არ გვაწუხებს, რადგან მას კარგად არ ვიცნობდით. მე ვწუხვარ მისი ოჯახის გამო. ვფიქრობ, დავიდემ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ამ ქაოსურ სამყაროში და ახლა ის უკეთეს სამყაროშია. თუმცა, მსოფლიოში ყოველდღე ათასობით ბავშვი კვდება, რომელთაც დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. ყველა ადრე თუ გვიან კვდება. ჩვენ რა თქმა უნდა დამწუხრებულები ვართ, მაგრამ არა ისე, როგორც მისი ოჯახი”.

აღნიშნულმა განცხადებამ ალვეშის მიმართ დიდი კრიტიკა გამოიწვია. სამხრეთამერიკელს ინსტაგრამზე მარიო ბალოტელიმაც კი, უპასუხა. სწორედ იტალიელზე საუბრით დაიწყო ალვეშმა საბოდიშო წერილის გამოქვეყნება:

“ვიცი, რაც თქვა ბალოტელინიომ, არავის შეურაცხყოფას არ ავპირებ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც უამრავი ფარისეველი ადამიანია. ვწუხვარ... და მაინც, თუ ვინმეს ჩემი განცხადებით შეურაცხყოფა მივაყენე, ბოდიშს ვიხდი”, - დაწერა დანიმ სოციალურ ქსელში.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:20 | 16.01.2022
fidofido (3392)

რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე

0.063575