ფლორენციის “ფიორენტინას” ყოფილი კაპიტანი დავიდე ასტორი დაკრძალეს. 31 წლის ფეხბურთელის დაკრძალვის ცერემონია სანტა კროჩეს ბაზილიკაში გაიმართა და მას 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო.
გულშემატკივრების გარდა დაკრძალვას იტალიური საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ:
სტეფან ელ შაარავი, ფრანჩესკო ტოტი, ლუჩანო სპალეტი, მარკო ვან ბასტენი, ანდრეა რანოკია, ხავიერ ძანეტი, დანილო დ’ამბროზიო, ფრანკო ბარეზი, ფილიპო ინძაგი, ფილიპო გალი, ჯამპიერო ვენტურა, ჯოვანი მალაგი, ბორხა ვალერო, ჩიპრიან ტატარუშანუ, ხუმა ბაბაკარი, ჯუზეპე როსი, მანუელ პასკუალი, მატია პერინი, ანდრეა ბერტოლაჩი, ლუიჯი დი ბიაჯო, რაჯა ნაინგოლანი, დანიელე დე როსი, ანტონიო კანდრევა, ფრანჩესკო ტოლდო, ალესანდრო ფლორენცი და სხვები.
დაკრძალვაზე მივიდნენ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების ნაწილიც, რომლებიც ფლორენციაში პირდაპირ ლონდონიდან ჩაფრინდნენ – ფედერიკო ბერნარდესკი, დანიელე რუგანი, ჯიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, კლაუდიო მარკიზიო, ჯორჯო კიელინი, მასიმილიანო ალეგრი, მირალემ პიანიჩი, ჯანლუკა პესოტო. ადგილობრივი პუბლიკა მათ აპლოდისმენტებით შეეგება.
ცერემონაზე სიტყვა წარმოთქვა “ფიორენტინას” ახალმა კაპიტანმა მილან ბადელიმ:
“შენ ხარ ძმა ან შვილი, რომლის ყოლას ყველა ინტატრებდა. იდეალური თანაგუნდელი, ჩვენთვის სინათლე ხარ”, - თქვა ხორვატმა.
თვალცრემლიანი წარმოთქვა სიტყვა დავიდეს ძმამ, მარკო ასტორიმ:
“ბევრი სიტყვები არ მაქვს. მე ყოველთვის ვეუბნებოდი მას, რომ ინტერვიუს დროს ის ეთქვა, რასაც ფიქრობდა. ამიტომ, მეც იგივეს გავაკეთებ: ამ დღეებმა მაჩვენა თუ რამდენად უყვარდათ ჩემი დავიდე”, - განაცხადა მარკომ.
შეგახსენებთ, დავიდე ასტორი 4 მარტის დილას, უდინეს სასტუმრო La Di Moret-ის ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცხედრის ექსპერტიზამ ცხადჰყო, ასტორის გული გაუჩერდა.