ფეხბურთი

15:12 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემრე ჯანისთვის "რეალი" და "იუვენტუსი" იბრძვიან

ინგლისური “ლივერპულის” ნახევარმცველ ემრე ჯანს მადრიდის “რეალი” და ტურინის “იუვენტუსი” ეპატიჟება. ბრიტანული მედიის ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც დამდეგ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვტილი თუ სად გააგრძელებს კარიერას.

“ჯერჯერობით კონტრაქტი არცერთ გუნდთან არ გამიფორმებია. ამჟამად კონცენტრირებული მხოლოდ “ლივერპულზე” ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ და პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავიდეთ”, - განაცხადა გერმანელმა.

იქამდე კი, იწერებოდა, რომ ემრე ჯანი და ტურინის “იუვენტუსი” შეთანხმდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, 23 წლის გერმანელს თავისი ახალი კლუბის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. სწორედ ხსენებული სიტუაციით აპირებს სარგებლობას “რეალი” და ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

0.112408