ესპანური “ვალენსიას” თავდამსხმელი სიმონე ძაძა შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდეს. Gol Digital-ის ინფორმაციით, 26 წლის იტალიელს “როხიბლანკოში” ფერნანდო ტორესის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
ძაძას მიმდინარე სეზონში “ღამურების” რიგებში 11 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და უკმაყოფილოა.
წყაროს ინფორმაციით, “ატლეტიკო” ძაძას ზაფხულში 5 მილიონ ევროდ შეიძენს.