იტალიური “ნაპოლის” მცველი კალიდუ კულიბალი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, სენეგელალ ფეხბურთელს თავისთან “არსენალი” და “ჩელსი” ეპატიჟებიან.
როგორც წყარო იტყობინება, ტრანსფერის გაჩარხვა მსოფლიოს ჩემპიონატამდე იქნება შესაძლებელი, რადგან კულიბალი მუნდიალზე ითამაშებს და შესაძლოა, ამან მისი ფასი გაზარდოს. ეს კი, ლონდონური გუნდების გეგმებში არ შედის. აღსანიშნავია, რომ კულიბალის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” გამოთქვამს.
კალიდუ კულიბალიმ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.