ფეხბურთი

11:27 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ტოტენჰემმა" მეტი დაიმსახურა"

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ “იუვენტუსთან” (1:2) შეხვედრა შეაფასა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი გაცილებით მეტს იმსახურებდა, რადგან მეტოქეზე უკეთ ითამაშა.

“სამ წუთზე ნაკლებ დროში ორი გოლი გავუშვით,ორი უხეში შეცდომა დავუშვით და ესაა მიზეზი, რატომაც გამოვეთიშეთ ჩემპიონთა ლიგას. პირველ და მეორე მატჩებს თუ შევაფასებთ, გაცილებით მეტი დავიმსახურეთ. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, ფანტასტიკური ფეხბურთი ვითამაშეთ, პირველ გოლამდე ვდომინირებდით. რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს თამაში ჩვენი ზრდის ნაწილი იქნება. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით და გამარჯვება დავიმსახურეთ.

თუმცა, ფეხბურთში მნიშვნელობა არ აქვს დამსახურებას, მთავარია გოლის გატანა და არგაშვება.”იუვენტუსი” საჯარიმოში როჯერ ან სამჯერ შევიდა, მეტჯერ არა. თუმცა, ხარისხიც სწორედ ესაა. ჩვენ გვჭირდება ასეთი ტიპის მატჩები, რომ შევქმნათ გუნდი, რომელიც ასეთ დონეზე იბრძოლებს”, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, “ტოტენჰემი” “იუვენტუსთან” ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა და უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107957