ფეხბურთი

10:59 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო იგუაინი: "უემბლი" ჩვენია"

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი გონსალო იგუაინი “ტოტენჰემთან” (2:1) მატჩის შემდეგ ბედნიერი იყო. არგენტინელი თავდამსხმელის გამარჯვებით, “უემბლიზე” გამარჯვება ადვილი არაა, მაგრამ “იუვემ” ეს დაიმსახურა.

“დიდი გუნდი, მდლობა ბიჭებო, ვამაყობ თქვენით. როგორც ვამბობდით, ერთად ყოფნით ყველაფერი გამოგვივა. მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა ყველას. “უემბლი” ჩვენია!”, - წერს სოციალურ ქსელში იგუაინი.

არგენტინელმა კომენტარი Premium Sport-თანაც გააკეთა:

“ეს იყო ძალიან რთული თამაში ისეთი დიდებული გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “ტოტენჰემია”. თუმცა, ვიცოდით, რომ საგოლე შანსი გვექნებოდა და ვიყოჩაღეთ დამაგვირგვინებელ ფაზაში. ძალიან ბედნიერები ვართ შედეგით, რადგან “უემბლიზე” ქამბექი და გამარჯვება ადვილი არაა. შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ვამაყობ და მადლობელი ვარ მედიკოსების, ასევე ჩემი საცოლის – ისინი გვერდში მედგნენ და მხარს მიჭერდნენ ამ დღეებში, როდესაც სათამაშოდ მზად არ ვიყავი”, - აღნიშნა “პიპიტამ”.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ტოტენჰემი” ლონდონში, 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ამაში უდიდესი წვილი სწორედ იგუაინმა გაიტანა, რომელმაც ჯერ ტურინში დუბლი შეასრულა, ხოლო “უემბლიზე” გოლს საგოლე პასიც დაუტამა.

0.117679