არსებობენ გუნდები, რომლებიც არასდროს უნდა ჩამოწერო. მათგან ერთ-ერთი კი, ცალსახად ტურინის “იუვენტუსია”. “ბებერი ქალბატონის” მეოთხედფინალში გასვლის ბევრს ჯერ კიდევ ტურინული მატჩის შემდეგ არ სჯეროდა, ხოლო “უემბლიზე” გამართულმა პირველმა ტაიმმა, მოსაზრება ხომ საერთოდ გაამყარა.
და, რა მოხდა მეორე ტაიმში? – ორი გააზრებული შეტევა, ორი გოლი და მეოთხედფინალის საგზური. ვერავინ იტყვის, რომ “ტოტენჰემი” შემდეგი ეტაპის საგზურს არ იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება და სწორედ ამ დეტალებმა გადაწყვიტეს შეხვედრის.
“იუვენტუსს” რამდენიმე მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ჰყვადა – უპირველესად მასიმილიანო ალეგრი და გონსალო იგუაინი. ერთმა დაგეგმა, მეორემ შეასრულა. თუმცა თავიდან მივყვეთ:
“ტოტენჰემმა” თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და თავიდანვე რამდენიმე სახიფათო იერიში მიიტანა სტუმართა კართან. ვეტერანი და ცენტრალური მცველი ანდრეა ბარძალი მარჯვენა ფლანგზე თამაშს მაინც და მაინც, შეჩვეული არაა. ეს მაურისიო პოჩეტინომ კარგად გათვალა და ვერცხლის წყალივით სწრაფი ჰონგ სონი მიუჩინა. სამხრეთ კორეელმა კი, აიკლო იტალიელთა მარჯვენა ფლანგი და პირველივე ტაიმში რამდენჯერმე შეეძლო გატანა. საბოლოოდ, გოლი მაინც გავიდა. ბარძალიმ ცენტრალური მცველები დიდებულად დააზღვია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და სონმა ანგარიში გახსნა. “იუვენტუსი” ამ მომენტში მართლაც განწირული სჩანდა. თამაშის შემქნელიც მოედანზე არავინ ჩანდა. სხვათა შორის, არც სკამზე, რადგან “იუვეს” სამი შემტევი აკლდა ტრავმების გამო. თუმცა, ალეგრიმ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მეორე ტაიმის სტარტზე მცველებით ფლანგები გააძლიერა, ალექს სანდრო წინ ასწია და საყრდენი ბლეზ მატუიდი თამაშიდან მოხსნა. მოკლედ, ამან შედეგი მალევე გამოიღო.
ჯერ იყო და, სტეფან ლიხშტაინერი ჩაერთო აქტიურად შეტევაში და ფლანგურ გადაცემას სამი ხედირა გამოეხმაურა. მის თავურზე კი ჩასაფრებული გონსალო იგუაინი გახლდათ, რომელიც მცველებს უკნიდან გაიპარა და გაათანაბრა. ეს იყო “იუვენტუსის” პირველი დარტყმა კარის ჩარჩოში, 64-ე წუთზე. იტალიის ჩემპიონმა კარში მეორედ ზუსტად 2:49 წუთის შემდეგ დაარტყა და ისევ გოლი გაიტანა.
ამჯერადაც იგუაინი იყო გამორჩეული – “პიპიტამ” დროულად შენიშნა ჩინებულად გახსნილი პაულო დიბალა და “ლა ჯოიამ” ლორისს შანსი არ დაუტოვა ერთი-ერთზე. აქ უკვე ყველაფერი თავდაყირა დადგა. “იუვენტუსი”, რომელიც იქამდე უშანსოდ ჩანდა, მეოთხედფინალში გადიოდა. ბუნებრივია, “ტოტენჰემმა” შეუტია, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც იქამდე, სანამ გოლს გაუშვებდა. თუმცა, ერთი რეალური მომენტი იყო: ჰარი კეინის (რომელიც აშკარა თამაშგარეში იყო) თავური ძელს მოხვდა და ანდრეა ბარძალიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
ცალკე უნდა ვთქვათ, მთავარ მსაჯ, შიმონ მარჩინიაკზე – პოლონელს ბევრი ლაფსუსი ჰქონდა. კეინის თამაშგარეზე მოგახსენეთ და ორჯერ ჯორჯო კიელინის ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. დაიჩაგრა “იუვენტუსიც”: პირველ ტაიმში დუგლას კოშტა ვერტონგენმა საჯარიმოში მოცელა, მაგრამ სასტვენი აქაც დუმდა.
სამაგიეროდ, გაისმა საფინალო სასტვენი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” ასე თუ ისე, “მამალი” მაინც დააგემოვნა და ახლა მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ინგლისური გუნდის ბარიერი პირველად დაძლია (ოთხი გამოთიშვის შემდეგ). “ტოტენჰემმა” კი, დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო.
საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა უფრო მაღალი კლასის გუნდმა. გუნდმა, რომელიც ასეთ თამაშებში მეტოქეზე ბევრად გამობრძენდილი იყო და ამან გადამწყვეტი როლიც ითამაშა. “ტოტენჰემს” ახლა შეუძლია მთლიანად პრემიერლიგაზე გადაერთოს, ხოლო “იუვენტუსი” აგრძელებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას. და კიდევ, იტალიის ჩემპიონის კლასი ყველაზე მეტად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ანგარიში წაიყვანა. “მამლებს” თამაშის გადასარჩენად 25 წუთი ჰქონდათ, მაგრამ გაუთავებელი ჩაწოდებების მეტს, ვერაფერს გამორჩნენ. და, რა თქმა უნდა, მასიმილიანო ალეგრი, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს ტაქტიკური დუელი ამჯერად აშკარად მოუგო. და, ერთი საინერესო სტატისკური მონაცემი: "იუვენტუსი" შემდეგ ეტაპზე 9 შემთხვევიდან მეშვიდედ გავიდა, როდესაც პირველი მატჩში საკუთარ მოედანზე ფრედ ითამაშა.
“იუვენტუსი” მეოთხედფინალშია!
“ტოტენჰემი” – “იუვენტუსი” 1:2 (1:0) – ორი მატჩის ჯამში: 3:4 VIDEO
ლონდონი, “უემბლი”
მაყურებელი: 84 010
“ტოტენჰემი” (4-3-3): ლორისი; ტრიპიე, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი; დემბელე, დაიერი (ლამელა 74), ერიკსენი; ალი (ლორენტე 86), კეინი, სონი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ბარძალი, ბენატია (ლიხშტაინერი 61), კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი (ასამოა 60); დიბალა, იგუაინი (სტურარო 83), დუგლას კოშტა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 სონი (39), 1:1 იგუაინი (64), 1:2 დიბალა (67)
გაფრთხილება: ვერტონგენი (28), ალი (56), დემბელე (88) – ალექს სანდრო (35), პიანიჩი (44), ბენატია (49), კიელინი (53)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნოიერს ჰარტი მირჩევნიაა 100-თავით
არასტაბილურია და ხშირად უშვებს უაზრო შეცდომებს.
105 არა 125!
)
რა ამბიციურია სიტი,ტერ შტეგენი წაიყვანეთ მაგ ფასად თქვე არაფეხბურთელებო
ნოიერი კი არა გვავაკოცეთ დიშლაზე
ამას ვინ გაუშვებს
DDD
აუ ატალანტამ შეაგდოო : ((( არადა X2 მეწერა ოხ ლილი რა გითხარი კი რამ ამაღებინა
დღესაც წავაგე
mushni (15912)
გვარდიოლას??????
შეცდომით ხომ არ წავიკითხე? D:
კი მაგრამ რატომ?
თუ ცოცხალი გაუშვა ნოიერიო
როგორც გავიგე სიცოცხლის შემდეგ დამუმიავებულ-დაბალზამუბული ნოიერი ისევ ბაიერნის კარში იდგება D: D:
ხოლო სიკვდილის შემდეგ 10 წლის თავზე შეიძლება გაუშვას ნოიერი მუშნიმ სიტიში D: D: D: D:
mushni (15912)პასუხის გაცემა
სიკვდილის ბოლომდე...ანუ, რო მოკვდება მერეც ბაიერნში იქნება, სანამ არ გაცოცხლდება?

DDDD ჯერ გვარდიოლას მოვიშორებ ...მანუ სიკვდილის ბოლომდე ბაიერნში
----------------------------------------------------------------------
საღოლლ!
D ღიibოოო მანუუუ
ბიჭები სასუოლო-კიევოს თამაშოს ვუყურებ ეხლა და ხოარ იცით ყვითლები ვინ არიან ?


კიევოს X2 მინდა
კიევოო ა
მაგ თამაშს როგორ უყურებ? D:
სვარკის აპარატი გაქვს მომარჯვებული? D:
ყვითელი ფორმები კიევოსი უნდა იყოს წესით, სასუოლოს შავი-მწვანე
აღარ ვუყურებ, ლაივსქორეზე ვადევნებ თვალს, ესე უკეთესია

ძირითადის კაცი ეხლა რო ბაიერნიდან წავა, ის ექიმს უნდა გაასინჯო
მუშნი აბა დატრიალდი შენებურად და ასე ქენი:
ნოიერი სიტიში გაყიდეთ,ოღონდ ზაფხულში და გლადბახის მეკარე შტეგენი იყოდეთ.
მაგარ მაყუთს გააკეთებთ,თან შტეგენიც მაგარია!
პა ხოდუ ბარსასაც აახევთ მაგ მეკარეს. D:
DDDD ჯერ გვარდიოლას მოვიშორებ ...მანუ სიკვდილის ბოლომდე ბაიერნში
რამდენი მტერი ყავს ბარსას
ეგრევე ბარსაზე რო განაზოგადებთ ყველა ინფოს
DDDDD ჰარტს ვიყიდით არაა პრობლემა
რაა ახლა გამშიფრე? D: ყოჩაღ D:
დღენიადაგ გავკივი ბარსას მტერი ვართქო და ახლა შემიცანი?
სიტი არ მოგყიდით ჰარტს.ან ძალიან მაღალ ფასს დააწესებს D:
IM noiers gavkari bayernidan sitishi Ro wava, baierns Tu tavmoyvareoba gaqvs siti raze unda amjobino,erti mizezi mitxarit
goven
ვინ არის მათხოვარი,სიტი? D: ოფერებზე ეტყობათ რანაირი მათხოვრებიც არიან...
მათხოვარი იცი ვინ არის? წუწკი მელიასავით ხის ძირში რომ ელოდება დორბლ გამოყოფილი,როდის ჩამოუვარდება ბუდიდან ჩიტს ბარტყი,ეგრევე რომ ბუჟიანი კბილი დაასოს და მილანში გააქანოს D: D:
აი ვინ არის მათხოვარი!!!
არა ბიჭოს და სიტი იმის ლოდინს დაიწყებს ნოიერს გვარდისთან კონფლიქტი როდის მოუვა და სკამზე სანამ არ დაალპობს,მერე დაუწყოს უფასოდ წაყვანაზე ჩალიჩი D:
რამდენად გამოვა ეს ტრანსფერი არ ვიცი,მაგრამ დიდებული ოფერი გაუკეთეს ბაიერნს!
D ისე საღოლ რეალს ხატისთავაა თუ რა ქვია იმ გუნდს DDD..
დე ხატივა
ილიმპია და ხატივა D:
ჰო რა ვერ მოვუგეთ D: ხელოვნური საფარი იყო და რეალმა პირველად ითამაშა ასეთ მოედანზე...
არ იფიქრო ვამართვებდე,სულ რომ თვალებახვეულ ათამაშა რეალს,0-3 მინიმუმ უნდა მოგვეგო!
არაუშავს,ბერნაბეუზე გადავცხრილავთ!
D მასეა
ნოიერი რომ არ გადმოვა ეს 100%
) და , ღირსია სიტი ჰარტმა რომ აღარ გაახანგრძლივოს !
იანვარში ეს ტრანსფერი გამორიცხულია!
ზაფხულში კი ასეთი კატეგორიული აღარ ვიქნები...
თუ სიტის ნოიერისადმი ინტერესი შერჩა და ვთქვათ ეს ტრანსფერი განხორციელდა,შეიძლება რეაკორდიც დამყარდეს მეკარეების ტრანფერში!
შეიძლება იმიტომ რომ 40 მილიონი გირვანქა არის დაახლოვებით 46-47 მილიონი ევრო.
ხოლო იუვემ როცა პარმადან ბუფონი იყიდა,თუ არ ვცდები 50 მილიონამდე ევრო გადაიხადა!
აბა რეკორდი რანაირად დამყარდება ... ?
ზუსტად არ ვიცი,ბაბუბაბუ გვყვავს ბანკირი და მაგას გავაკეთებინოთ კონვერტაცია D:
თან რამდენი გადაიხადა იუვემ ბუფონში ზუსტი ციფრები არ მახსოვს და სიტყვა მგონი სწორედ მაგიტომ ვიხმარე D:
მანუუუ
ჰაჰაჰაჰაჰა ჩემ ი .I. ჩეიდევი სიტი ჩემი .I._ე
ამას ვინ გაუშვებს ბაიერნიდან,ისე ხო არ გახსოვთ შალკედან რამდენად იყიდა ბაიერნმა ეს?
18 მილიო
კაი მაყუთს მოუგებენ არადა
მარა ვინ გაყიდის
D ხოო
რა ს ლ ე ინფორმაციაა, ახლა ესენი ნოიერს იყიდიან და ლიგაზე ვის ითამაშებენ???
თუ ნოიერი მარტო პრემიერ ლიგისთვის უნდათ?
ითამაშონ ტორე ხო იყიდება

დ
იყიდეთდა ჰარტი გაუშვით უნაიტედში
stripslashes((strlen('http://brazilia.ucoz.com/#')>0?'http://brazilia.ucoz.com/#':'http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
0?'>http://brazilia.ucoz.com/#':'>http://brazilia.ucoz.com/#'))
კასო წაიყვანონ ამ ჩემის-ებ-მა
არადა მაგარი მეკარე ყავთ რათ უნდათ ნოიერი? მითუმეტეს ნოიერს ვინ გაუშვებს ბაიერნიდან. ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში მანუელი.
ჰარტი ჩვენტან გამოუშვიტ მაშინ
სად ჩვენთან? დინამოში?))
კატალონიაში
ეს არც გადავა! მაგრამ სიტი რომ მათხოვარი გუნდია ფაქტია! კასილასს დიეგო ლოპესი მაინც ყავს კონკურენტად, რომელიც უძლიერეს ფორმაშია და ჰარტს ვიღაც დეგენერატი პანტილიმონით ცვლიან!
ზღაპარია! არ დატოვებს ნოიერი "ბაიერნს" )))