ფეხბურთი

0:10 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სისინიომ კარიერა დაასრულა

მადრიდის “რეალის” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სისინიომ კარიერა დაასრულა. 37 წლის ვეტერანმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება მუხლის ტრავმის გამო მიიღო.

“ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულებულია. მადლობელი ვარ, იმ შესაძლებლობების გამო, რაც ამ წლების განმავლობაში მქონდა. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, რადგან თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, ოპერაცია და 6-თვიანი მკურნალობა დამჭირდებოდა”, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

სისინიო “რეალში” 2006-2007 წლებში თამაშობდა და 32 მატჩში 3 გოლი გაიტანა, საიდანაც “რომას” მიაშურა, “სტადიო ოლიმპიკოზე” ხუთი სეზონი დაჰყო და 91 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. გამოცდილი მარჯვენა მცველი ბოლოს “ბრაზილიენსეს” ღირსებას იცავდა.

ის ბრაზილიის ნაკრებში 2005-2006 წლებში თამაშობდა და 15 მატჩში 1 ბურთი შეაგდო.

თეგებისისინიო
0.12052