“ინტერს” პორტუგალიელი მარჯვენა მცველის ჟოაო კანსელოს გამოსყიდვა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო გამოცემა Football Espana ავრცელებს.
23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს “ვალენსია” ფლობს და “ნერაძურის” მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეუძლია. მილანურ კლუბს შესაძლოა, ფინანსურ ფეირ-პლეისთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნას, ამიტომაც, მათ ჟოფრი კონდოგბიას სწრაფად გაყიდვა სურთ, რომელიც იჯარით “ღამურების” ღირსებას იცავს და მისი შეძენა 25 მილიონ ევროდ შეუძლიათ.
ისიც უნდა ითქვას, რომ ჟოაოს გაშვება “ვალენსიას” არ სურს და პორტუგალიელი მოთამაშის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ.
ცნობისთვის, კანსელომ “ინტერის” მაისური 16-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მარა სიტი ბარსას მერე იმდენი რაღაც იყო პელეგრინის მხრიდან ჩემთვის და არამარტო ჩემთვის გაუგებარი რო ეგ აღარ არის გასაკვირი
საერთოდ გაუგებარია პელეგრინი რატო ათამაშებს დემიჩელის ძირითად შემადგენლობაში, არც ლესკოტი წყვეტს ციდან ვარსკლავებს მარა მალაგიდან გაგდებულ დემიჩელის ნამდვილად ჯობია
ხოდა შენც ითვალე რა გაქ საქმე