იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მიიჩნევს, რომ არსენ ვენგერთან მისი შედარება არ შეიძლება. იტალიელის განცხადებით, მან ახლახან დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა, ხოლო ვენგერი ძალზე ტიტულოვანი მწვრთნელია.
“ვენგერმა კარიერაში ბევრი ტიტული მოიგო და ერთ გუნდს 21-22 წელია წვრთნის. მე ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვარ, როგორც მწვრთნელი. ასეთი დონის თამაშები არაერთხელ მითამაშია, მაგრამ ახლა ყველაფერი განსხვავებულადაა. ვენგერთან შედარებით მე საბავშვო მწვრთნელი ვარ, რომელმაც ახლახან დაიწყო, ხოლო ფრანგმა 30 წლის წინ.
“არსენალს” რთული პერიოდი აქვს, მაგრამ საოცარი ფეხბურთელები ჰყავს და ამ ტურნირზე უკვე გაიტანეს 18 გოლი. “მილანი” ლონდონელებს პატივს სცემს”, - განაცადა გატუზომ.
“მილანისა” და “არსენალის” მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.