ფეხბურთი

22:00 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "ვერატი? - რონალდუც ეკამათებოდა მსაჯს, მაგრამ გაფრთხილება არ მიუღია"

პსჟ-ს ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტი მინო რაიოლა “რეალთან” (1:2) თავისი კლიენიტს გაძევების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, კამათისთვის კრიშტიანუ რონალდუ უფრო იმსახურებდა ყვითელ ბარათს, მაგრამ მსაჯი ასე არ მოიქცა.

“მარკო მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ემოცია ალბათ გადაჭარბებულიც იყო, მაგრამ მანამდე, რონალდუმ ბევრჯერ გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, თუმცა გაფრთხილებაც არ მიუღია”, - განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატი ფელიქს ბრიხმა პირველ ტაიმში გააფრთხილა, ხოლო მეორე ნახევარში პროტესტის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი ნაადრევად დაატოვებინა.

0.063379