თბილისის „დინამომ“ შემადგენლობა ნიკა ძალამიძით გააძლიერა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 26 წლის შემტევ ნახევარმცველთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გაფორმდა.
ძალამიძე სხვადასხვა დროს ზუგდიდის „ბაიას“, „ვიძევის“, „იაგელონიას“, „რიზესფორის“ და „გორნიკის“ ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ბუქარესტის „იუვენტუსში“ გამოდიოდა. ნიკას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.