ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი “ტოტენჰემს” აქებს და ლონდონში რთულ თამაშს ელოდება. 40 წლის კიპერის განცხადებით, “უემბლიზე” თამაში მისთვის დიდი გამოწვევაა.
“ძალიან მომხიბვლელი გამოწვევაა ითამაშო საოცარ თეატრში – “უემბლიზე”. “ტოტენჰემი” ძალიან მყარი გუნდია, განსაკუთრებით შეტევაში. ლონდონელებს საშიში თავდასხმა ჰყავთ, რომელსაც ერიკსენი, ალი და კეინი ამაგრებენ. კეინი ძალიან მაგონებს გაბრიელ ბატისტუტას. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. არმგონია, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყოს ჩემპიონთა ლიგაზე.
კარიერა? – მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება. ვესაუბრე პრეზიდენტსაც (ანდრეა ანიელის – რედ) და ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა”, - თქვა ბუფონმა.
“ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა
სამწუხაროა. ასეთი ახალგაზრდა და ჯანსაღი ცხოვრებით მაცხოვრებელი რო წავა ამ ქვეყნიდან, ვერ გაიგებ ვის რა ბედი ელის. ვიზიარებ ყველა ფეხბურთის გულშემატკივრის მწუხარებას
რა საშინელებაა, გული დამწყდა. დიეგო ლოპესიც მძიმედ არის აპარატზეა შეერთებული...
მართლა?
ლაციოს ყოფილი თავდამსხმელი?
ეს გადადება რაღა იყო
ფეხბურთი ზეიმია და რა ეზეიმებათ ვერ ხვდები? ტავიანთი კოლეგა დაკარგეს
საშინელი ამბავია,ამას არცერთ ფეხბურთელს არ მოუსურვებ,თვით მატერაცისაც კი
ამის გამო დღეს ყველა მატჩი გადაიდო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
Aშუინდი ნაფხუი
არც ხახრალის სმაილიკებია მოსაწონი, მგონი...