ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან ხოსეში საქველმოქმედო “მატჩი აფრიკისთვის” ჩატარდა. რომლის ორგანიზატორიც როჯერ ფედერერია.
როჯერი ამერიკელ ჯეკ სოკს დაუპირისპირდა, ხოლო წყვილებში ფედერერი “მაიკროსოფტის” დამფუძნებელ ბილ გეითსთან ერთად სოკის და ცნობილი წამყვანის სავანა გეტრის დუეტს შეხვდა (VIDEO).
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული 2 მილიონი დოლარი აფრიკელ ბავშვებს მოხმარდება.