ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე იასპარეზებს. ნიკოლოზი ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში ამერიკელ ტენის სანდგრენს დაუპირისპირდება, რომელიც კლასიფიკაციაში 59-ე პოზიციას იკავებს.
შეხვედრა 8 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.
ურთიერთშეხვედრებში სანდგრენი 1:0-ს იგებს.
ინდიან უელსის მასტერსის საპრიზო ფონდი 8 მილიონი ამერიკული დოლარია.