ფეხბურთი

18:25 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონტური

ეროვნული ლიგის პირველი ტური მიილია, 5 მატჩში 22 გოლი გავიდა და შედეგიანობა, გარკვეულწილად, კარგია: მოსაწყენი თამაშები არ ყოფილა, ლამაზი გოლებიც ნახა მაყურებელმა.

კონკრეტულად ლეგიონერთა აქტივობაზე დავწერთ. ხშირად გვხვდებოდნენ ისეთი უცხოელები, რომელთა არათუ სათამაშო კლასზე, არამედ ზოგადად ფეხბურთელის პროფესიაზეც ეჭვები ჩნდებოდა. ამჯერად ასე აღარაა.

ჩისკოსა და აკინოს დონისა ჩვენს ჩემპიონატში არავინაა, მაგრამ მეორე მხრივ, არც უკიდურესად დაბალი დონისანი ჩანან.

ჰოლანდიელმა ალვინ ფორტესმა გორის “დილას” მოაგებინა ლამაზი გოლით. თანაც ვისთან – “ტორპედოსთან” გასვლაზე.

“სამტრედიამაც” “ლოკომოტივს” გადამწყვეტი გოლი უცხოელებით გაუტანა. შემოვიდა ვეილი და საგოლე პასი გაუკეთა მაიკლ ოლაიტანს.

“რუსთავის” გეორგი გაბულოვმა თბილისის “დინამო” გაამწარა თავურით.

კიდევ, “საბურთალომ” ბოლნისის “სიონი” ბოლოს რომ გატეხა, ვაგნერ გონსალვეშის დიდი წვლილიც იყო. მართალია, გოლები დავით ვოლკოვმა შეაგდო, მაგრამ ვაგნერი დაეხმარა.

0.130525