ფეხბურთი

12:40 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

27 წლის მაჰრეზი კარიერას ასრულებს?

“ლესტერის” 27 წლის შემტევმა რიად მაჰრეზმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, რომ კარიერას ასრულებს. აი, მისი განცხადება:

“ექიმებთან მქონდა კონსულტაცია და გადავწყვიტე, რომ ფეხბურთისგან შორს ვიქნები. ჩემი კარიერა დასასრულისკენ მიდის და მინდა, ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვისა და მხარდაჭერისთვის. ლესტერი ბრწყინვალე ქალაქია და ყოველთვის დარჩება ჩემს გულში”.

მაჰრეზს სხვა სოციალური ქსელებიც აქვს და იქ არ გაუკეთებია განცხადება. “ლესტერიც” ოფიციალურად არაფერს წერს ფეხბურთელის შესახებ. არის ეჭვები, რომ მაჰრეზს გვერდი გაუტეხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109769