ფეხბურთი

3:24 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" 90 წუთით ივარჯიშებს

“მანჩესტერ სიტის” დღეს ოფიციალური ვარჯიში აქვს. დიახ, შვეიცარიულ “ბაზელთან” გასამართ უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს, სხვა დატვირთვა ინგლისელთათვის ნამდვილად არ გააჩნია.

ამის მიზეზი მარტივია – “ქალაქელებმა” სამი კვირის წინ, “სენტ იაკობს პარკზე” 4:0 გაიმარჯვეს და ბუნებრივია, შვეიცარიის ჩემპიონი ამ ჩამორჩენასვერ გააბათილებს.

მიუხედავად ყველაფრისა, პეპ გვარდიოლა რის პეპ გვარდიოლა იქნებოდა, ტრადიციული დიპლომატიურობა რომ არ გამოეჩინა: ახლოს ვართ, მაგრამ გაფორმებული არაფერი გვაქვს და ფეხბურთში ყველაფერი ხდებაო. ეს, მართლაც დიპლომატია იყო, თორემ გვარდიოლაც კარგად ხვდება, რომ “სიტი” მეოთხედფინალშია.

თავის მხრივ, რაფაელ ვიკიმ აღნიშნა, გამოცდილებაა ჩვენთვის ასეთ დონეზე თამაშიო და ალბათ მართალიცაა.

პეპ გვარდიოლა (“სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ვიწყებთ ნულიდან, არ უნდა დავუშვათ შეცდომები და კონცენტრირებულნი ვიყოთ მთელი თამაში. თამაში უნდა გავაკონტროლოთ თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, საკმარისია ერთი გაძევება და მათ ერთი ან ორი გოლი გაიტანონ... ჩვენ თითქმის მეოთხედფინალში ვიმყოფებით და ინგლისის ჩემპიონები, მაგრამ ოფიციალურად ჯერ კიდევ არა. აი, რატომაც უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე”.

რაფაელ ვიკი (“ბაზელის” მთავარი მწვრთნელი): “მანჩესტერ სიტი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასეთი იყო, მაგრამ პეპ გვარდიოლამ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. “ბაზელის” მერვედფინალში ყოფნა განსაკუთრებულია, ჩვენ ამ მატჩებით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. გვინდა, რომ გავიზარდოთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ სწორ რიტმში. ყოველთვის გვინდა გამარჯვება, მაგრამ ამ მატჩში განსხვავებული ამბიცია გვაქვს”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

7 მარტი, 23:45 საათი

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ბრავო, დანილო, სტოუნსი, ლაპორტე, ზინჩენკო; დე ბრუინი, გუნდოგანი, ფოდენი; ბერნარდო სილვა, გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ბაზელი” (5-2-3): ვაცლიკი; ლანგი, ლაკრუა, სუხი, რივეროსი, პეტრეტა; ზუფი, სერეი დიე; სტოკერი, ელიუნუსი, ობერლინი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

ფაქტები

სიტი

“სიტის” მერვედფინალში ოთხჯერ აქვს ნათამაშები. გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდი “მონაკოსთან” დამარცხდა (5:3, 1:3). გარდა ამისა, “ქალაქელები” 2013-2014 და 2014-2015 წლებში “ბარსელონასთან” ორჯერ დამარცხდნენ. ინგლისელებმა მეოთხედფინალში გასვლა აქამდე ერთადერთხელ შეძლეს. 2015-2016 წლების სეზონში დაამარცხეს რა, კიევის “დინამო” (3:1, 0:0).

2015-2016 წლების სეზონი ერთადერთია, როდესაც “სიტი” ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალური ეტაპიც გადალახა.

“სიტის” შვეიცარიულ გუნდთან აქამდე არასდროს უთამაშია.

„მანჩესტერ სიტის“ ევროთასებზე საკუთარ მოედანზე უკვე 13 მატჩია არ წაუგია (10 მოგება, 3 ფრე). „ქალაქელები“ ბოლოს საკუთარ მოედანზე 2015 წელს, „იუვენტუსთან“ დამარცხდნენ (1:2). მიმდინარე სეზონში კი, ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგეს („შახტართან“ 2:0, „ნაპოლისთან“ 2:1 და „ფეიენოორდთან“ 1:0).

გვარდიოლას გუნდს შინ ბოლო რვა მატჩიდან 7 მოგებული აქვს.

„სიტი“ ზედიზედ მეშვიდე სეზონს ატარებს ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო მერვედფინალში მეხუთედ გავიდა.

„სიტიმ“ 2016-2017 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე „სტიაუა“ სტუმრად 5:0 დაამარცხა და მერე შინ, 1:0 მოუგო. რვიდან შვიდ შემთხვევაში მანჩესტერელებმა სახლშიც მოიგეს, როდესაც სტუმრად უკვე მოგებული ჰქონდათ. ერთადერთი გამონაკლისი ორი წლის წინ, კიევის „დინამოსთან“ მოხდა (სტუმრად 3:1, შინ 0:0).

„სიტის“ სტუმრად 4:0 ევროსარბიელზე აქამდე არასდროს მოუგია.

„სიტი“ პენელტების სერიაში: 2 მოგება, 0 წაგება

2008-2009 წლების სეზონი, უეფას თასი, მეორე ეტაპი: „მიდტიულანდი“ (4:2).

2008-2009 წლების სეზონი, უეფას თასი, მეოთხედფინალი: „ოლბორგი“ (4:3).

ბაზელი

“ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მესამე იმყოფება. 2011-2012 წლების სეზონში შვეიცარიელებმა შინ “ბაიერნი” 1:0 დაამარცხეს, მაგრამ მერე სტუმრად 0:7 განადგურდნენ. ეს “ბაზელის” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია ევროსარბიელზე.

2014-2015 წლების სეზონში კი, “ლურჯ-წითლები” “პორტუს” საკუთარ მოედანზე დაუზავდნენ (1:1). თუმცა პორტუგალიაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს.

“ბაზელმა” მიმდინარე სეზონში უკვე დაამარცხა მანჩესტერული გუნდი – “იუნაიტედი” შინ 1:0 (“ოლდ ტრაფორდზე” 0:3 წააგო). ჯგუფში შვეიცარიელებმა 12 ქულა დააგროვეს და ეს მათთვის ყველაზე მაღალი შედეგია.

სანამ, “ბაზელი” მეორე ტურში “ბენფიკას” (5:0) დამაარცხებდა, იქამდე ევროსარბიელზე მიჯრით 9 თამაში არ ჰქონდა მოგებული (3 ფრე, 6 წაგება).

გასულ სეზონში “ბაზელი” “არსენალთან” სახლში 1:4 დამარცხდა. 2013-2014 წლებიდან მოყოლებული “სენტ იაკობს პარკზე” 25 მატჩიდან მხოლოდ 6 აქვს წაგებული.

“ბაზელი” ინგლისური გუნდების წინააღმდეგ: 7 მოგება, 8 ფრე, 13 წაგება (სტუმრად: 1 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება).

ინგლისში 5 წაუგებელი მატჩის შემდეგ (1 მოგება, 4 ფრე), „ბაზელმა“ ბოლო ორი თამაში წააგო.

„ბაზელი“ გათამაშებას გამოეთიშა 11 შემთხვევიდან 11-ჯერ, როდესაც პირველი თამაში სახლში წააგო.

„ბაზელი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 0 წაგება

2012-2013 წლების სეზონი: ევროპა ლიგა, მეოთხედფინალი: „ტოტენჰემი“ (4:1).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

როდესაც პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” ავარჯიშებდა, “ბაზელს” შინ 5:0 მოუგო, ხოლო სტუმრად ფრეს გამორჩა (1:1). ეს 2008-2009 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.

ევროტურნირებზე ფაბიან ფრეის 6 გოლი აქვს გატანილი და აქედან 3 ინგლისურ გუნდებთან. მათ შორისაა პირველი, 2011 წელს “მანჩესტერის” კარში გოლი (3:3). ასევე გაუტანა 2013 წელს “ტოტენჰემს” და 2014 წელს “ლივერპულს”.

“ტოტენჰემის” მაისურით კაილი უოლკერი “ბაზელთან” 2012-2013 წლების სეზონში უკვე დამარცხდა ევროპა ლიგაზე.

ფერნანდინიომ 2008 წელს “შახტარის” რიგებში “ბაზელს” გოლი გაუტანა (2:1).

2007 წლის დეკემბერში ვინსენ კომანი და მისი “ჰამბურგი” “ბაზელთან” უეფას თასზე დაზავდნენ (1:1).

რიკი ვან ვოლფსვინკელის გოლით “სპორტინგმა” 2012 წელს “სიტი” ევროპა ლიგიდან გამოთიშა.

ერთად უთამაშიათ

ჟოფრეი სერეი დიეს და იაია ტურეს (კოტ დივუარის ნაკრებში, 2013-2015).

0.11391