ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე მიმომხილველად მუშაობს, დარწმუნებულია, რომ ედენ აზარი “ჩელსის” დატოვებს. მისი განცხადებით, ბელგიელი ლონდონში ყოფნით უკმაყოფილოა.
“ეჭვი არ მეპარება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ აზარი თავის აგენტს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ “ჩელსიდან” წაიყვანოს”, - განაცხადა კარაგერმა.
ედენ აზარს “არისტოკრატებთან” ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელის გადაბირებით ყველაზე მეტად მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.