ფეხბურთი

16:50 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: „ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელის გამოკლება ნებისმიერ გუნდს აზარალებს“

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ ამბობს, რომ მისი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ყველაფერს გააკეთებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

„პარიზულ კლუბს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ და იმას გავაკეთებთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ. სასიხარულოა, რომ მოედანს უბრუნდება მარსელო. ის დიდი ძალაა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

რაც შეეხება ნეიმარს - ის განსაკუთრებული ტიპის მოთამაშეა და მისი გამოკლება ნებისმიერ გუნდს აზარალებს. შესაძლოა, დი მარიასთან ერთად პსჟ-მ დაცვაში უკეთ ითამაშოს, ვიდრე ნეიმართან ერთად, თუმცა ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ“ - აცხადებს რამოსი.

„რეალისა“ და პსჟ-ს პირველი შეხვედრა მადრიდში მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი პარიზში დღეს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11508