ფეხბურთი

15:29 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

“პორტუს” ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ზაფხულიდან ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს. როგორც გამოცემა AS-ი იტყობინება, 36 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობით “ბეტისია” დაინტერესებული და კასილიასის მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, მასთან კონტრაქტის გაფორმება სურს.

მადრიდის “რეალის” ყოფილ კიპერს პორტუგალიურ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ცნობილია, რომ ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაგრძელებას სწორედ მაღალი ხელფასის გამო არ აპირებს. შესაბამისად, იკერი ზაფხულში კლუბის გამოცვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.

კასილიასი “რეალიდან” “პორტუში” 2015 წელს გადავიდა. გამოცდილმა მეკარემ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.119809