ფეხბურთი

2:30 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფორმალობის 90 წუთი

“ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში განაღდებული აქვს. უბრალოდ, საპასუხო მატჩი აუცილებლად გასამართია და შესაბამისად, იქამდე 90 წუთი აშორებს. იურგენ კლოპის გუნდმა “პორტუსთან” მართლაც სერიოზული ფორა შეიქმნა და მეტოქე მისსავე მოედანზე გაანადგურა – 5:0.

რა თქმა უნდა, სასწაულები ხდება, მაგრამ არც მთლად ასეთი. პორტუგალიური გუნდი რომ ხსენებული ჩამორჩენის აღმოფხვრელი არაა, ეს ყველამ იცის და მათ შორის, “დრაკონების” ყველაზე ოპტიმისტმა გულშემატკივარმაც.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ნათანიელ კლაინი, ხოლო სტუმრებს მუსა მარეგა და დანილო ვერ დაეხმარებიან.

იურგენ კლოპი კი, მიიჩნევს, რომ პირველ შეხვედრაში მისმა გუნდმა ყველა შანსი გამოიყენა და ასეთი შედეგიც ამიტომ მიიღო, ხოლო სერჟიუ კონსეისაუს განცხადებით, გუნდებს შორის ისეთი დიდი სხვაობა არაა, როგორიც “დრაგაუზე” გამართულმა მატჩმა გამოაჩინა.

იურგენ კლოპი (“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ძალიან ეფექტურები ვიყავით პირველ მატჩში, მაგრამ “პორტუ” ფანტასტიკური გუნდია. დიახ, 5:0 გავიმარჯვეთ, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა შანსი გამოვიყენეთ. თუ ჩვენ საგოლე მომენტებს გავაცუდებდით და “პორტუ” თავის შანსს გამოიყენებდა, ახლა სხვა შედეგის წინაშე ვიქნებოდით. თუ გამარჯვება დღესაც გვინდა, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ”.

სერჟიუ კონსეისაუ (“პორტუს” მთავარი მწვრთნელი): “ხუთი გოლის სხვაობა არ ასახავს რეალურ სხვაობას ამ ორ გუნდს შორის. ჩვენ წავაგეთ პირველი თამაში, მაგრამ დღეს ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს ისტორიული გუნდია ყოველთვის იმისთვის თამაშობს, რომ საკუთარი ღირსება დაიცვას. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშზე დიდი მოტივაცია ამ “პორტუსთვის” არ არსებობს. ვიცით, რომ პირველ თამაშში დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ და განსხვავებულად უნდა ვითამაშოთ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

6 მარტი, 23:45 საათი

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; გომესი, ვან დეიკი, ლოვრენი, მორენო; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, დიოგო დალო; ერერა, ოტავიო, სერხიო ოლივეირა; კორონა, აბუბაკარი, ბრაჰიმი

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

“პორტუს” “ლივერპული” აქამდე გამართული ოთხი მატჩიდან არასდროს დაუმარცხებია. ორი ფრე და ორი მარცხი.

“ლივერულმა” ბოლოს მერვედფინალური ბარიერი 2008-2009 წლების სეზონში დაძლია, ხოლო “პორტუმ” 2014-2015 წლების სეზონში.

“პორტუ” მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა, ხოლო “ლივერპულმა” ქვეჯგუფი დაუმარცხებლად მოიგო (3 მოგება, 3 ფრე).

ეს წყვილი ერთ-ერთია “ჩელსი” – “ბარსელონასთან” ერთად, რომლის ორივე მონაწილეს ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს სამი კვირის წინ გამართულ მატჩამდე ოთხჯერ შეხვედრილან და ოთხივე მატჩი 21-ე საუკუნეში გაიმართა. პირველად ეს 2000-2001 წლების სეზონში უეფას თასზე მოხდა. ჟერარ ულიეს გუნდმა პორტუგალიაში ნულოვან ფრეს უწია, ხოლო შინ 2:0 მოიგო დენი მერფისა და მაიკლ ოუენის გოლებით.

მეორე დუელი კი 2007-2008 წლები სეზონში უკვე ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. პორტუგალიაში ისევ ფრე დაფქისრდა. ლუჩო გონსალესის გოლს დირკ კუიტმა უპასუხა.

“ენფილდ როუდზე” ტორესის სწრაფი გოლი ლისანდრომ მალევე გაქვითა, მაგრამ ბოლოსკენ ტორესმა, სტივენ ჯერარდმა და პეტერ კრაუჩმა ინგლისურ გუნდს სოლიდური გამარჯვება მოუტანეს.

2007 წლის 28 ნოემბერს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

„ლივერპული“: რეინა, ფინანი, ჰიიპია, კარაგერი, არბელოა, მასკერანო, ჯერარდი, ბაბელი (კუიტი 85), ბენაიუნი (კრაუჩი 71), ვორონინი (კიუელი 63), ტორესი

„პორტუ“: ნუნუ, ბოსინგვა, სტეპანოვი, ბრუნო ალვეში, ჩეხი, ასუნსაო (პოშტიგა 81), ლუჩო, კაზმირჩაკი (მეირელეში 65), მარიანო გონსალესი (სეკტიუი 77), კვარეჟმა, ლისანდრო

სტატისტიკა

ლივერპული

“ლივერპულს” მერვედფინალში უკვე 9 წელია არ უთამაშია. ეს ბოლოს 2008-2009 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “რეალი’ გააცამტვერა (1:0, 4:0). მერვედფინალში “წითლებს” ასეთი ბალანსი გააჩნიათ: 4 გასვლა შემდეგ ეტაპზე, 1 გამოთიშვა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ლივერპული” მერვედფინალს ვერ გასცდა, 2005-2006 წლების სეზონში სწორედ პორტუგალიურ მეტოქესთან იყო – “ბენფიკა” (0:1, 0:2).

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ლივერპული” პორტუგალიურ გუნდთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა (6 მოგება, 2 ფრე).

2010-2011 წლების სეზონში ინგლისელებმა ევროპა ლიგაზე სტუმრად “ბრაგასთან” 0:1 წააგეს. პლეი-ოფში “ლივერპული” პორტუგალიელებთან კარგად თამაშობს: 5 მოგება, 2 წაგება.

იურგენ კლოპის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე შინ 7 ქულა მოიპოვა. „სევილიასთან“ (2:2), „მარიბორთან“ (3:0) და „სპარტაკთან“ (7:0).

სანამ, „ლივერპული“ „სევილიას“ დაუზავდებოდა, იქამდე „ენფილდ როუდზე“ ბოლო 6 მატჩიდან (ევროტურნირებზე) ერთადერთი მოგება ჰქონდა.

„ლივერპულმა“ ყოველთვის მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა (32-ჯერ), როდესაც პირველი თამაში სტუმრად მოიგო. მხოლოდ ოთხჯერ წააგო შინ საპასუხო შეხვედრა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მაინც გამარჯვებული გამოვიდა.

„ლივერპულს“ სტუმრად პირველი მატჩი 5:0 ორჯერ აქვს მოგებული. ფინურ „ჰაკასთან“ 2001-2002 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე და „რეიკიავიკთან“ ჩემპიონთა თასზე 1964-1965 წლების სეზონში.

„ლივერპული“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 1 წაგება

2014-2015 წლების სეზონი, ევროპა ლიგა, 1/16 ფინალი: „ბეშიქთაში“ (4:5)

2006-2007, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი: „ჩელსი“ (4:1)

2004-2005, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „მილანი“ (3:2)

1983-1984, ჩემპიონთა თასი, ფინალი: „რომა“ (4:2)

პორტუ

“პორტუს” მერვედფინალში უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 გასვლა შემდეგ ეტაპზე და 6 გამოთიშვა. ბოლოს პორტუგალიელები შარშან, “იუვენტუსთან” ორი მატჩის ჯამში 0:3 (0:2, 0:1) დამარცხდნენ.

ბოლო 6 სეზონიდან “პორტუმ” 3-ჯერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც მან ორჯერ შეძლო მერვედფინალში გაღწევა 2010 წლის შემდეგ.

“პორტუს” შედეგი პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთან: 3 მოგება, 7 წაგება. ბოლო ოთხი თამაში “დრაკონებს” ალბიონელებთან წაგებული აქვთ. მათ შორის, 2011-2012 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე “სიტისთან” (1:2, 0:4). “დრაგაუს” ბინადრებმა ბოლოს ინგლისელებთან პლეი-ოფში 2003-2004 წლების სეზონში მიაღწიეს წარმატებას, როდესაც “მანჩესტერი” გამოთიშეს გათამაშებას (2:1, 1:1).

„დრაკონებმა“ ბოლო ხუთი სტუმრობა ინგლისში მარცხით დაასრულეს. გოლი საერთოდ ვერ გაიტანეს და გაუშვეს - 13.

„პორტუს“ ბალანსი ინგლისში ასეთია: 0 მოგება, 2 ფრე, 15 წაგება, 10 გატანილი გოლი და 48 გაშვებული გოლი.

„პორტუმ“ ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად 4 ქულა მოიპოვა. „მონაკოს“ მოუგო (3:0), „ლაიფციგთან“ წააგო (2:3), ხოლო „ბეშიქთაშთან“ დაზავდა (1:1).

„მონაკოსთან“ გამარჯვება პორტუგალიელებისთვის ერთადერთია ბოლო ხუთ საგარეო მატჩში (2 ფრე, 2 წაგება).

„პორტუმ“ შემდეგ ეტაპზე გასვლა (7 შემთხვევიდან) ერთადერთხელ მოახერხა, როდესაც პირველი თამაში საკუთარ მოედანზე წააგო. ეს, 2002-2003 წლების სეზონში უეფას თასის მეოთხედფინალში მოხდა. მაშინ „დრაკონებმა“ ჯერ შინ წააგეს „პანათინაიკოსთან“ (0:1), მაგრამ სტუმრად (2:0) მოიგეს, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ და თასიც აღმართეს.

„პორტუ“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2007-2008 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი: „შალკე“ (1:4)

2004, საკონტინტეთაშორისო თასი, ფინალი: „ონსე კალდასი“ (8:7)

1994-1995, თასების თასი, მეოთხედფინალი: „სამპდორია“ (3:5).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

იკერ კასილიასი “რეალის” მეკარე იყო, როდესაც “ლივერპულმა” მერვედფინალში “სამეფო კლუბი” ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა. 2014-2015 წლების სეზონში კი, ჯგუფურ ეტაპზე უკვე იკერის გუნდი გამოვიდა გამარჯვებული. 3:0 ინგლისში და 1:0 ესპანეთში.

მოჰამედ სალაჰის “რომა” 2016-2017 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე “პორტუმ” ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.

მაქსი პერეირა მოედანზ ეიყო, როდესაც “ბენფიკამ” შინ “ლივერპული” 2:1 დაამარცხა ევროპა ლიგაზე 2009-2010 წლების სეზონში. საპასუხო მატჩი ინგლისელებმა 4:1 მოიგეს, მაგრამ მაქსი სათადარიგო სკამზე იჯდა.

რიკარდო პერეირა და სერჟიო ოლივეირა მოედანზე იყვნენ, როდესაც პორტუგალიამ ემრე ჯანის გერმანია ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე 5:0 დაამარცხა.

ჯეიმს მილნერმა გოლი გაუტანა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში 2003 წელს. ის მატჩი პენალტების სერიაში პორტუგალიელებმა 3:2 მოიგეს.

ინგლისში უთამაშიათ

მიგელ ლაიუნი (“უოტფორდი” 2015)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

იკერ კასილიასი და ალბერტო მორენო (ესპანეთი)

ოლივერ ტორესი და ალბერტო მორენო (ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.23548