ფეხბურთი

23:50 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” სამი ქულა ვოლკოვით მოინადირა

“საბურთალომ” პირველი ტაიმი წააგო ბოლნისის “სიონთან”, მაგრამ 3:1 იმარჯვა. გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვლებიც გამოიცნო: ბოლო ათ წუთში დავით ვოლკოვმა დუბლი მიითვალა, ვოლკოვი კი სწორედაც სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე.

“სიონი” ზვიად სიხარულიას გოლით დაწინაურდა: ალექსანდრე კოშკაძემ კუთხური ჩააწოდა, ბურთმა მცველებს შორის გაიარა და სიხარულიამ ახლოდან იმარჯვა.

მეორე ტაიმში ჯერ თედორე გრიგალაშვილმა გაათანაბრა თავურით (ნოდარ იაშვილის ჩაწოდებით), მერე კი ვოლკოვმა ჯერ ასევე თავურით მოახერხა გატანა, ხოლო ბოლოს პირისპირ გასულმა ლამაზად მოატყუა მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი და ცარიელ კარში გაიტანა.

2:1-ზე “სიონს” მეკარე თორნიკე ზარქუა გაუძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის და მუჯრიშვილიც მის ნაცვლად ჩადგა კარში.

აღვნიშნოთ ”საბურთალოს” შუახაზელი ვაგნერ გონსალვეშიც, რომელმაც ვოლკოვის გოლებში წვლილი შეიტანა.

ეროვნული ლიგა. I ტური

თბილისი. მიხეილ მესხი

საბურთალო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 სიხარულია (16), 1:1 ტედორე გრიგალაშვილი (56), 2:1 ვოლკოვი (80), 3:1 ვოლკოვი (90+2)

გაძევება: ზარქუა (83, სიონი)

0.115801