ფეხბურთი

21:50 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

მიმდინარე კვირაში უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყება. აღნიშნული ინფორმაცია უეფამ ტვიტერის გვერდზე ოფიციალურად გაავრცელა.

“ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების დაწყებამდე მიმდინარე კვირაში, წუთიერი დუმილი იქნება დავიდე ასტორის ხსოვნის პატივსაცემად”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი 4 მარტს, უდინეში გარდაიცვალა. მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი, ხოლო ევროპა ლიგაზე რვა მერევდფინალური მატჩი გაიმართება.

0.133401