ფეხბურთი

16:20 | 5.03.2018 | ნანახია 800 - ჯერ

მოურინიო ექსპერტად რუსეთში

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ტელეარხ RT-ს შეუთანხმდა და ამ ზაფხულს რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ექსპერტის ფუნქციას შეასრულებს.

როგორც აღნიშნული ტელეკომპანიის ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი სპეციალისტი მუნდიალის დროს მოსკოვში ჩავა და მაყურებლებს მატჩების შესახებ საკუთარ აზრს გაუზიარებს.

“მიხარია, რომ RT-ს გუნდის წევრი გავხდი. მოუთმენლად ველი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას. დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს შეხედულებებს თამაშების მიმდინარეობისას ფეხბურთის მოყვარულებს” – ამბობს მოურინიო.

RT-მ, პორტუგალიელი მწვრთნელის გარდა, მუნდიალზე ექსპერტად “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელიც მიიწვია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:35 | 05.03.2018
მიშა_დინამო (63)

სტატიაში შეცდომა მოურინიომ თქვა
მე მიხარია რტ-სგან ფულს რომ ვიღებ

18:32 | 05.03.2018
BEERTRANCE (97819)

სადმე სოფელში წაიყვანონ ლაზები და პაზები აჩვენონ და რამე ახალ საავტობუსო ტაქტიკას გამოიგონებს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:36 | 05.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყ ყ ქვეყანაში ყ ის ფუნქციას შეასრულებს

18:32 | 05.03.2018
BEERTRANCE (97819)

საღოლ, კორბენას ალბათ ვერც გადაგიჯოკრავს DDDDDDDDDDDDDDDDD

0.119812