ავტოსპორტი

0:28 | 5.03.2018 | ნანახია 569 - ჯერ

ფერსტაპენი ახალ მანქანას „დიდ განსხვავებას“ ატყობს

მაქს ფერსტაპენი ამბობს, რომ მართალია, „რედ ბულის“ ახალი მანქანის პოტენციალი სრულად ჯერ არ გამოუყენებია, გრძნობს, რომ ის წინამორბედისგან ძალიან განსხვავებულია. წინა სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, რომელიც ავსტრიული გუნდისთვის პრობლემური გამოდგა, ამჯერად ის სეზონს გაცილებით უკეთ მომზადებული ხვდება.

რა თქმა უნდა, ჯერ ლაპარაკი ადრეა იმაზე, თუ ვინ როგორ მოემზადა. სხვა თუ არაფერი, გუნდებს ახალი ტექნიკის შესაძლებლობათა გმოვლენაში ხელი უამინდობამ შეუშალა. ფერსტაპენმა ტესტების მეოთხე დღეს, ერთხელ ტრასის მიღმა ამოჰყო თავი, მაგრამ ის ამბობს, რომ ახალი მანქანა მოეწონა და მან ტესტებზე კარგი შთაბეჭდილება დაუტოვა.

„წინა მანქანასთან დიდი სხვაობაა. პირველ რიგში, ის უკეთესი სამართავია. ჯერჯერობით სწრაფი წრის გავლა არ გვიცდია. მაგრამ როცა ასეთ პირობებში გიწევს ტრასაზე ყოფნა, უკეთესია დარწმუნდე იმაში, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს. საშუალება გვექნება, აეროდინამიკის რეალური მაჩვენებლები, აეროდინამიკურ მილში დაფიქსირებულებს შევადაროთ“, - ამბობს ფერსტაპენი.

სწორედ აეროდინამიკის შემუშავებისას დაშვებული შეცდომები იყო ის ფაქტორი, რომელმაც გასული სეზონის დასაწყისში, გუნდს პრობლემები შეუქმნა. ფერსტაპენი ამბობს, რომ ამჯერად ასე აღარ მოხდება და ეს პირველივე ტესტებზე დადასტურდა.

„ამჟამდ წრის დროებზე დაკვირვებას აზრი არ აქვს. ტრეკზე ახალი საფარია და გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, ჯერჯერობით მხოლოდ ორწრიანი გამოსვლები გვქონდა. ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ. ვიცით, რომ „მერსედესი“ და „ფერარი“ ძლიერები იქნებიან. ახალი მანქანით ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. მომდევნო კვირაში შეიძლება უფრო მეტიც შევძლოთ“, - დასძენს ჰოლანდიელი.

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:15 | 13.03.2018
მაგარი საიტია (25)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:02 | 07.03.2018
Jenaro (16)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:53 | 07.03.2018
2-3 (13)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

15:12 | 06.03.2018
IMIROMTOM13 (13)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.073066