ფეხბურთი

23:46 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლოპესი საავადმყოფოში აღმოჩნდა

ბარსელონას “ესპანიოლის” მეკარე დიეგო ლოპესი საავადმყოფოში მოხვდა. გამოცდილი მეკარე დღეს, “ლევანტეს” ალბანელ ფორვარდ არმანდო სადიკუსთან შეჯახებისას დაშავდა და გონება დაკარგა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დიეგო ლოპესს თავის ტრავმა აქვს და ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შემდეგ თამაში ვერც სადიკუმ გააგრძელა, თუმცა ჰოსპიტალში მისი გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

“ლევანტესა” და “ესპანიოლის” შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

0.11494