ფეხბურთი

22:05 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა და კვირკველიასთან დაზავდა

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი მოსკოვის “ლოკომოტივსა” და “სპარტაკს” შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0. თამაში საკმაოდ მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარდა და რა გასაკვირია, რომ გოლი არ გასულა... ამ მატჩში ჩვენთვის გამოსარჩევი ის მოხდა, რომ ხანგრძლივი, 4-თვიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ჯანო ანანიძე. მასიმო კარერამ ქართველი ნახევარმცველი თამაშში 78-ე წუთიდან ჩართო. რა თქმა უნდა, ეს კარგი ამბავია, რადგან ჯანო საქართველოს ნაკრებისთვის ფასდაუდებელი ფიგურაა და ნელ-ნელა ფორმაშიც შევა.

თავის მხრივ, “ლოკომოტივის” რიგებში ტრადიციულად 90 წუთი და მაღალ დონეზე გაისარჯა სოლომონ კვირველია. “ლოკომოტივი” 46 ქულით ლიდერია და მდევარ “კრასნოდარს” 7 ქულით უსწრებს, ხოლო “სპარტაკი” 38 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

ესპანეთის ლიგა ადელანტეს 29-ე ტურში ტარაგონას “ხიმნასტიკი” საკუთარ მოედანზე დამარცხდა “ტენერიფესთან” – 1:2. არადა, კატალონელები იგებდნენ, მაგამ უპირატესობა გაანიავეს. ოთარ კაკაბაძემ “ნასტიკის” რიგებში შეუცვლელად ითამაშა. ტარაგონულ გუნდს 33 ქულა აქვს და გასავარდნი ზონის ზღვარზეა (მე-18 ადგილი).

ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ვენის “რაპიდი” ქვეყნის უძლიერეს გუნდს და გათამაშების ლიდერს, “ზალცბურგს” ეწვია. დედაქალაქური გუნდი ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდა და საბოლოოდ მარცხიც იწვნია (0:1). “რაპიდის” რიგებში 58 წუთი დაჰყო მოედანზე გიორგი ქვილითაიამ, თუმცა სამწუხაროდ, წინა ორი მატჩისგან განსხვავებით გოლი ვერ გაიტანა. “რაპიდი” 39 ქულით მეოთხეა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა ვაკო ყაზაიშვილი, ხოლო გურამ კაშიამ და ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემები მიითვალეს.

0.181253