კალათბურთი

18:25 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმონსი და მიტჩელი თვის საუკეთესო ახალწვეულები

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თებერვლის თვის საუკეთესო ახალწვეულებად “ფილადელფიას” კალათბურთელი ბენ სიმონსო და “იუტას” მცველი დონოვან მიტჩელი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სიმონსი მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ახალწვეული მესამედ გახდა. თებერვლის თვეში სიმონსი საშუალოდ ერთ მატჩში 16 ქულას, 7.7 პასს, 7.3 მოხსნას და 2 ჩაჭრას აგროვებდა.

მიტჩელიც მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ახალწვეულად მესამედ დაასახელეს. დონოვანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.4 ქულას, 4.2 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა.

0.113602