ფეხბურთი

17:13 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგი ჩაკვეტაძე - თებერვალში საუკეთესოა

თებერვლის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, ბელგიური "გენტის" ნახევარმცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და ჩვენს გამოკითხვაში პირველად გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 630 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჩაკვეტაძემ გამოკითხულთა ხმების 37.6% მიიღო. 18 წლის გიორგის მთავარი კონკურენტი გიორგი ქვილითაია გამოდგა, რომელიც მეორე ადგილს 25.7%-ით დასჯერდა.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოთარ კაკაბაძე - 22.4%

გურამ კაშია - 5.4%

ვაკო გვილია - 4.6%

ნიკა კაჭარავა - 4.3%

აქვე, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ თებერვალში:

გიორგი ჩაკვეტაძე ნელ-ნელა “გენტის” შემადგენლობას უშინაურდება. 18 წლის ქართველმა თებერვალში ოთხჯერ ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა. ეს “ბევერენთან” მატჩის ბოლო წუთზე, როდესაც იერემჩუკს ცარიელ კარში ჩინებული დრიბლინგის შედეგად გაატანინა და “გენტმა” იმ გოლით მოიგო. ისე, მანამდე, იანვარში გოლიც შეაგდო, რომელიც გასული თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.

აღნიშნული გამოკითხვა ყოველი თვის დასაწყისში განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივარი აპრილის დასაწყისში გამოავლენს.

0.119967