გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
დღის ცენტრალური მატჩი ტეხასში გაიმართა, “ჰიუსტონმა” შინ “ბოსტონი” 123:120 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე “ბოსტონი 6 ქულასაც კი იგებდა, თუმცა ჰარდენის და არიზას კარგი თამაშის წყალობით ტეხასელებმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს. “ჰიუსტონში” 26 ქულით, 10 პასით და 7 მოხსნით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. “ბოსტონში” ყველაზე მეტი 21 ქულა მარკუს მორისმა ჩააგდო. “ჰიუსტონი” 49 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. ხოლო ბოსტონი 44 მოგებით და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა.
“კლივლენდი” შინ “დენვერთან” 117:126 დამარცხდა. “კავალერია” მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში გახლდათ. დენვერელთა შორის საუკეთესო 32 ქულით ჰარისი გახლდათ. ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონში მე-13 სამმაგი დუბლი შეასრულა (25 ქულა, 15 პასი, 10 მოხსნა).
“ორლანდო” – “მემფისი” 107:100 (31:27, 21:25, 25:27, 30:21)
https://www.youtube.com/watch?v=EVxhPRyb33E
“კლივლენდი” – “დენვერი" 117:126 (31:37, 31:36, 35:30, 20:23)
https://www.youtube.com/watch?v=XFpZFcJxZWA
“ჰიუსტონი” – “ბოსტონი” 123:120 (30:32, 28:32, 28:25, 37:31)
https://www.youtube.com/watch?v=jycJ4GQivYw
“სან ანტონიო” – “ლეიკერსი” 112:116 (30:23, 30:30, 31:27, 21:36)
https://www.youtube.com/watch?v=DMsAHKy8b7s
“პორტლენდი” – “ოკლაჰომა” 108:100 (25:28, 28:22, 30:25, 25:25)
https://www.youtube.com/watch?v=QGe4GYCqphQ
“საკრამენტო” – “იუტა” 91:98 (17:25, 26:27, 23:23, 25:23)
https://www.youtube.com/watch?v=mghr28I6wEo