რობერტო ბაუტისტა აგუტმა დუბაის ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მატჩში ლუკა პუი 6:3, 6:4 დაამარცხა და რაფაელ ნადალის (2006) შემდეგ გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც აღნიშნულ ჩემპიონატში იმარჯვა.
რობერტომ კარიერაში მერვე ტურნირი მოიგო და ATP-ის 500 ქულიან ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა. ბაუტისტა აგუტმა 565, 530 დოლარი გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგში 23-დან მე-16 ადგილამდე დაწინაურდება. ფრანგი ჩოგბურთელი კი ფინალში გასვლით 277,255 დოლარს და 300 ქულას დასჯერდა. პუი რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურდება, ორშაბათს მე-12 პოზიციაზე იქნება, რაც მისთვის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც შეეხება ლიგას, იქ ყოველთვის ფაორიტები არიან
პრიმერა ფაქტიურათ ჯიბეში აქვთ, არამგონია ჟირონამ ბოლომდე ზდიოს
მოკლეთ ანჩელოტი საოცარი მწვრთნელია, მშვენივრათ შეათამაშა ახალგაზრდა და ძველი სასტავი
ისევ ბოლო წუთი