ბლოგი

10:55 | 4.03.2018 | ნანახია 1166 - ჯერ

ბილეთების დარიგება - მოზარდების სპორტით დაინტერესების გზა

საქართველოში ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენელი ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ბავშვობაში დამკვიდრებული წესი, რაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპორტული ღონისძიების ბილეთების დარიგებას გულისხმობდა - წმინდა საბჭოური მოვლენა გახლდათ და ეს “მანკიერება“ მხოლოდ საბჭოური იყო. რასაკვირველია არასწორია, როდესაც სპორტისადმი მწყრალად მყოფ ადამიანს ბილეთის შეძენას, ან თუნდაც ჩუქებას აძალებ, მაგრამ საბჭოთა კავშირშიც კი ეს წესი თუ ტრადიცია 80-იან წლებამდე ხშირ შემთხვევაში სრულიად ნებაყოფლობითი იყო და უფრო მეტიც - ბევრი დაწესებულება (მათ შორის სკოლებიც) აქეთ ითხოვდნენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ბილეთებს. რთული სათქმელია ეს ყველაფერი რამდენად შეესაბამება ან არღვევს სასწავლო პროცესს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ იმ ავადსახსენებელ დროს, სპორტული კუთხით ახალგაზრდების ჩართულობა ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო და სპორტის სხვადასხვა სახეობებზე დასწერებათა მაჩვენებელი დღევანდელს უბრალოდ ვერც კი შეედრება.

დასაწყისში ვთქვით, რომ სკოლებსა და სხვადასხვა სასწავლებლებში ბილეთების დარიგება მხოლოდ საბჭოური ტრადიცია არ იყო და ეს მართლაც ასეა. დღესაც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც) სპორტული ფედერაციები და ხშირად სამინისტროებიც კი, სრულიად უფასოდ არიგებენ ბილეთებს და ეს ხერხი ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას ძალიან ადგება. მაგალითად, შეიძლება ბავშვმა ისიც კი არ იცოდეს, მის ქალაქში თუ სადაა მთავარი საცურაო აუზი, მაგრამ როდესაც მას ბილეთებს ჩუქნიან, თუნდაც წმინდა ინტერესის გამო მოინდომებს წყალბურთისა თუ სინქრონული ცურვის შეჯიბრების ნახვას და ვინ იცის, სწორედ იმ დღიდან სამუდამოდ შეიყვაროს ეს სახეობა.

რასაკვირველია ასე მასობრივად არავინ დაარიგებს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების საშინაო მატჩების, ანდა კატალონიის “ბარსელონას“ და მადრიდის “რეალის“ თამაშების ბილეთებს, რადგან ამ შეხვედრებზე მოთხოვნა ისედაც ძალიან დიდია და გვარიანი ფულიც კეთდება, მაგრამ ასეთი გრანდიოზული და საყოველთაო ყურადღების ქვეშ მყოფი მატჩების დროსაც კი ორგანიზატორები გამოყოფენ ხოლმე გარკვეული რაოდენობის ე.წ. სოციალურ ბილეთებს, რომლებსაც ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახების მოზარდებს ურიგებენ. დაგვეთანხმებით, ღარიბი ბრაზილიელი მოზარდისათვის მართლაც დიდებული საჩუქარია “მარაკანაზე“ გასამართი ბრაზილიისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის ბილეთი.

სპორტის ქომაგისთვის ძალზედ გულსატკენი სანახავია, როდესაც ვთქვათ თბილისის დიღმის სპორტულ ცენტრში ან სპორტის სასახლეში ძიუდოში საქართველოში ჩემპიონატი პრაქტიკულად ცარიელი ტრიბუნების წინაშე იმართება. ეს მაშინ, როდესაც ტატამზე ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები დგანან და ამ სახეობის მოყვარულთათვის თუნდაც ჩვენი შიდა ჩემპოინატი ნამდვილად დიდი სანახაობაა. მსგავს ტურნირებზე ბილეთები ისედაც არ იყიდება და როგორც წესი ტურნირზე დასწრება უფასოა, მაგრამ არ შეიძლება იგივე ძიუდოს ფედერაციამ დაამზადოს მოსაწვევის ტიპის ბილეთები და თბილისის სკოლებში დაარიგონ? ჯერ ერთი, როდესაც რაიმეს უფასოდ მაძლევ, მაქსიმუმ გამორთმევა ზრდილობის საქმეა. ამას გარდა, ბილეთმიცემულთა 10%-იც, რომ დაესწროს ხსენებულ ტურნირს, თბილისის სპორტის სასახლე ახალგაზრდებით გაივსება და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს სპორტსმენებისთვის?! თავად ბავშვებიც მინიმუმ ძიუდოს წესებში მაინც გაერკვევიან და აქედან სპორტის ჭეშმარიტ ქომაგობამდე ერთი ნაბიჯია.

აღარაფერს ვამბობთ სპორტის ისეთ პოპულარულ სახეობებზე, როგორიც მაგალითად ფეხბურთი და კალათბურთია, სადაც მაყურებლები ჩვენი ქვეყნის შიდა ჩემპიონატებზე თითქმის არ დადიან. ამ შემთხვევაშიც, სტადიონებზე თუ დარბაზებში შესვლა ისედაც უფასოა, მაგრამ იქნებ ბილეთების დარიგების “ხრიკმა“ აქაც გაამართლოს და ასე “მივიტყუოთ“ მოზარდები სპორტისკენ. ყველა ახალგაზრდა სპორტსმენი ცხადია არ და ვერ გამოვა, მაგრამ სპორტული ცხოვრების და სპორტის მოყვარული ადამიანები სპორტსმენებზე არანაკლებად მნიშვნელოვანნი არიან. უფრო მეტიც - სპორტი მათ გარეშე უბრაოდ ვერ იარსებებს!

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:46 | 05.03.2018
valeri8848 (1864)

,,,,,ავად სახსენებელი დრო,,,, რომ დაგიწერიათ, დღევანდელ დროსთან შედარებით ნეტავ მრთლა ავადსახსენებელი იყოს

18:12 | 16.03.2018
O. Mertskhali (2961)

+

14:07 | 04.03.2018
# KoRBeN DaLLaS # (12833)

კალათბურთზე გამახსენდა - 90-იანების შუაში ტევა არ იყო არც ვერის ბაღში და არც სპორტის სასახლეში, სადაც პლეიოფები იმართებოდა ხოლმე. სავსე იყო დარბაზები, მიუხედავად იმისა რომ არც თბებოდა სივრცე და არც ამერიკელი ლეგიონერები თამაშობდნენ გუნდებში.
იმ ჩაბნელებულ დროში თუ ხდებოდა დაინტერესება ახალგაზრდების, ახლა რა ხდება ? ინფორმაციის გავრცელება ხომ კიდევ უფრო გაადვილებულია ?

14:57 | 04.03.2018
BEERTRANCE (97727)

მე უფრო მგონია რო სხვა გასართობი არ იყო და ამიტომ. კომპიუტერები სმარტფონები და პლანშეტები არ ჰქონდა ხალხს.

14:56 | 05.03.2018
# KoRBeN DaLLaS # (12833)

დაგიჯერებდი, მაგრამ თუ გასართობი არ იყო, საფეხბურთო მატჩებზე რატომ არ დადიოდნენ ?

18:21 | 05.03.2018
BEERTRANCE (97727)

კორბენ ჩემგან ჰო არ გესწავლება რო შედარებითია ამ ქვეყნად ყველაფერი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

11:08 | 04.03.2018
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

უფასო მზესუმზირა დაარიგეთ სტადიონებზე და ნახეთ გადაძეძგვა სტადიონების

18:11 | 16.03.2018
O. Mertskhali (2961)

+ ეჰ...

20:38 | 04.03.2018
ogafa (7601)

+

14:56 | 04.03.2018
BEERTRANCE (97727)

მაგის თქმა მინდოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.089034