ფეხბურთი

18:24 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "ინტერთან" მოედანზე 11 მოწამლული ფეხბურთელის ხილვა მინდა"

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო “ინტერთან” მატჩში თავის გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს. ამის შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა თამაშისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ინტერთან” მოედანზე 11 მოწამლული ფეხბურთელი მსურს. ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასია თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ თავმდაბალი გუნდი და პატივი ვცეთ მეტოქეს. “ინტერმა” შეიძლება შეცდომები დაუშვას, მაგრამ ჩვენ იგივეს უფლება არ გვაქვს.

ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ამბობენ, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს სულაც არ მომწონს. დერბიში თამაში ყოველთვის შესანიშნავია და ამავდროულად რთულიც”, - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ “მილანისა” და “ინტერის” შეხვედრა 4 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113877