ფეხბურთი

16:03 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდობა ომზე მეტია!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უერთდება ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას - მშვიდობა ომზე მეტია, რომელიც კვირას, 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის ორივე შეხვედრა - ლოკომოტივისა და სამტრედიას მატჩი და ასევე თბილისის დინამოსა და რუსთავის შეხვედრა, ნაცვლად დაგეგმილისა, ჩატარდება ორშაბათს 5 მარტს.

ორშაბათის კალენდარი ასე გამოიყურება:

ორშაბათი, 5 მარტი, 2018

ლოკომოტივი - სამტრედია 15:30
დინამო თბ. -რუსთავი 18:00
საბურთალო - სიონი 20:00

ELIGA.GE

0.11333