ფეხბურთი

14:40 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასის გმირობა ბოლო წუთზე და გაბრაზებული მეტოქე (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “პორტუმ” “სპორტინგი” (2:1) დაამარცხა. ამ მატჩის გმირი ვეტერანი იკერ კასილიასი გახდა, რომელმაც ბოლო წუთზე ფრედი მონტეროს ორი მეტრიდან ურთულესი დარტყმა აუღო და თავის გუნდში გამარჯვებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ სეივის შემდეგ კასილიასმა მონტეროს მინდვრიდან წამოყენება სთხოვა, მაგრამ ლისაბონელთა შემტევმა მას ყურადღებაც არ მიაქცია.

შეგახსენებთ, რომ კასილიასმა გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში “პორტუს” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 18 თებერვლამდე სათადარიგო სკამზე იჯდა. თუმცა მისი შემცვლელი ჟოზე სა ბევრ შეცდომას უშვებდა და ესპანელმა სასტარტოში ადგილიც დაიბრუნა.

"პორტუ" ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და "ბენფიკას" 8 ქულით უსწრებს (თუმცა, ლისაბონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

0.137462