ფეხბურთი

14:13 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "პოგბა "მანჩესტერს" ჯერ არ დატოვებს"

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა “ოლდ ტრაფორდზე” დარჩება. ამის შესახებ ფრანგის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომლის თქმით, პოგბამ ჯერ პრემიერლიგა უნდა მოიგოს.

“ამ ეტაპზე პოგბა არაფერს მეუბნება იმაზე, რომ გუნდიდან წასვლა უნდა. როგორც მე ვიცი, ის “მანჩესტერს” არ დატოვებს მანამ, სანამ პრემიერლიგას არ მოიგებს. პოლსა და მოურინიოს შორის ისეთი რთული ურთიერთობა არაა, როგორც პრესა წერს”, - განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პოლ პოგბას აქტიურად უკავშირებდნენ ტურინის “იუვენტუსს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116309