ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა „მანჩესტერ სიტის“ დიდებულ ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პეპ გვარდიოლას „სიტის“ მფლობელი ყველა სურვილს უსრულებს...
„როდესაც გუნდის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის შერწყმული ურთიერთობაა, მაშინ გუნდი შედეგებს ყოველთვის გააუმჯობესებს“, - განაცხადა კონტემ.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ კონტემ ამ განცხადებით კბილი რომან აბრამოვიჩს გაჰკრა. არახალია ის ამბავი, რომლის თანახმადაც იტალიელი რუს ოლიგარქთან ტრანსფერებზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და მისთვის სასურველი ფეხბურთელები აქამდე გუნდში ვერ მოიყვანა.